ვინ ვართ ჩვენ?

„ჰელიოტექ – მზის ტექნოლოგიები, არისენერგოკოოპერატივი (იურიდიული სახელწოდებით: „სუფთა ენერგია – ქოლგა კოოპერატივი“), რომელიც აერთიანებს და კოორდინაციას უწევს 3 ენერგოკოოპერატივს, რომლებიც უზრუნველყოფენ – პირველი ქართული მზისწყალგამაცხელებლის და ენერგოეფექტური პროდუქტების და სერვისების გერმანული ტექნოლოგიით წარმოებას, ტრანსპორტირებას და მათ – ობიექტზე დაყენების მომსახურებას. ჩვენი წარმოება და სერვისები ემსახურება განახლებადი, მზის ენერგიის ცხელი წყლის ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას საქართველოს სოფლებში, საწარმოო და ბიზნეს სექტორში. ჩვენი სამი ენერგოკოოპერატივი დაფუძნებულია და ფუნქციონირებენ რეგიონებში – რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული ენერგოკოოპერატივები გახლავთ:

1. „ჩართე მზე“, ივანდიდი, ხონი;
2. „რ – სუფთა ენერგია“ ხამისკური, ხობი;
3. „მწვანე ენერგია“, ჩარდახი, მცხეთა.

ენერგოკოოპერატივები ქმნიან განსაკუთრებულ კორპორატიულ გარემოს – როგორც კომპანიის გუნდისთვის, ასევე მისი წევრებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოოპერატივის როლი გენდერულ საკითხებში, კერძოდ ქალთა დასაქმებაში.ჩვენი კოოპერატივის მმართველ გამგეობაში დასაქმებულთათვის – ორივე სქესისთვის 40%-იანი კვოტა განსაზღვრულია წესდებით.

ჩვენი მომხმარებელი (ოჯახი, ბიზნეს სუბიექტი), ჩვენი პროდუქტების მეშვეობით სრულად იყენებს მზის ენერგიის უფასო რესურსს – მთელი წლის მანძილზე – სასურველი რაოდენობის ცხელი წყლის მისაღებად და იქმნის შეუფასებელ თვითგანახლებად კომფორტს, ოჯახის ჯანმრთელობას, დაზოგილ დროს, ფინანსურ დანაზოგს- საერთო ენერგორესურსების ხარჯის 20-30%-ის შემცირებით, საიდანაც ცხელ წყალზე იხარჯება ენერგორესურსების 70%. ენერგოეფექტურობას ოჯახსა და ბიზნესში, სწრაფი განვითარების შესაძლებლობას და CO²-ისგან თავისუფალ გარემოს.

ჩვენი ენერგოკოოპერატივები ქმნიან ადამიანისთვის და გარემოსთვის ჯანმრთელ ტექნოლოგიურ პროდუქტებს და ჯანმრთელი დოვლათის შექმნით, ხელს ვუწყობთ საზოგადოებისთვის ჯანმრთელ ენერგოსტაბილურობას, ქვეყანაში გარემოზე ზიანის შემცირებას, ტყეების გადარჩენას, კარბოემისიის საგრძნობ შემცირებას და ჩვენი მზის განახლებადი ენერგიის რესურსის სამომავლოდ, სრულად ათვისებას.

„ჰელიოტექ – მზის ტექნოლოგიები“ აქტიურად ეწევა ახალგაზრდა თაობის გათვითცნობიერებას და ინფორმირებას განახლებად ენერგიებში. ასევე, ვახორციელებთ მზის ტექნოლოგიების მიმართულებით მათ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლება-გადამზადებას.

კოოპერატივის „ჰელიოტექ – მზის ტექნოლოგიები“ წევრი შეუძლია გახდეს ნებისმიერ პირს, საწევრო შენატანი განისაზღვრება 240 ლარის ოდენობით და გაძლევთ 1 ხმის უფლებას.

კომპანიის მისია და ხედვა

მისია

ერთადერთი ქართული მზის სისტემების მწარმოებელი, ნოვატორი გუნდი ხელმისაწვდომ ფასად გიქმნის თვითგანახლებად, უფასო კომფორტს, დანაზოგს და განვითარებას – ჯანმრთელ და ენერგოეფექტურ გარემოში!

ხედვა

განახლებადი მზის ენერგიის ადგილობრივი რესურსის უახლოეს მომავალში სრულად ათვისება და დანერგვა საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო დონეზე.  2025 წლისთვის ვუზრუნველყოთ, რომ  არ იყოს ადამიანი, ვინც ვერ შეძლებს გააკეთოს არჩევანი უსაფრთხო, უფასო, დასაყრდნობდა მდგრად ენერგიაზე.

კომპანიის ისტორია

2008 – 2009 – დღეისთვის, ჩვენს მიერ წარმოებული მზის წყალგამაცხელებლების წარმოების დანერგვას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებით და კოალიციის შექმნით: „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF) www.wecf.eu, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ www.greens.ge, „საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია“(SEMA), და „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო(RCDA) www.rcda.ge, რომლის ინიციატივით განხორციელდაპროექტი – “განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვა სოფლად“ და ჩატარდა პირველი ტრენინგი საქართველოში, გერმანული კომპანია „სოლარ პარტნერ სუედ“-ის მიერ.

2010 – წარმოების ტექნიკური ჯგუფი გადამზადდა გერმანიაში და ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს გერმანული ტექნოლოგიით წარმოების სერტიფიცირებული უფლება;

2012 – განხორციელდა პროექტი – „საქართველოში,განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისთვის ხელშეწყობა – არასამთავრობო სექტორის ინიციატივების კონსოლიდირების, სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფის და სამთავრობო სტრუქტურებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით“;

2015 – 2016 – მზის წყალგაცხელების სისტემების და ენერგოეფექტური სერვისების – საქართველოში პირველად – წარმოების მიზნითდაარსდა 4 ენერგოკოოპერატივი: 1. “ჩართე მზე”, ივანდიდი, ხონი; 2. “სუფთა ენერგია”, ხამისკური, ხობი; 3. “მწვანე ენერგია”, ჩარდახი, მცხეთა; 4. “წყრუთი ენერგო”, წყრუთი, ახალციხე;

2013 – 2016 – ყოველწლიურად, გერმანული კომპანია „სოლარ პარტნერ სუედ“ ახორციელებდა ვიზიტებს საქართველოში – ხარისხის კონტროლის/მონიტორინგის, და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ – WECF www.wecf.eu მიერ განხორციელდა პროექტი „გადაერთე მზეზე – იცხოვრე კომფორტში“, რომლის მიზანი იყო დახმარებოდა სოფლად მცხოვრებ ოჯახებს მზის ენერგიაზე ხელმისაწვდომობაში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაყენდა 600-მდე მზის წყალგამაცხელებელი და 100-მდე ენერგოეფექტური ღუმელი და სახლის დათბუნების მომსახურება;

2017 – არსებული 4 ენერგოკოოპერატივის კოორდინირების და ეფექტური მართვის მიზნით შეიქმნა ქოლგა-ორგანიზაცია – “სუფთა ენერგია – ქოლგა კოოპერატივი” („ჰელიოტექ – მზის ტექნოლოგიები“-ს იურიდიული სახელწოდება);

2017 – 2018 – “სუფთაენერგია – ქოლგა კოოპერატივი”, ზემოთ ჩამოთვლილ 4 ენერგოკოოპერატივთან ერთად აქტიურადახორციელებს მზის წყალგამაცხელებლების და სხვადასხვა ენერგოეფექტური პროდუქტების და მათთან დაკავშირებული სერვისების წარმოებას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებას და ინსტალაციას საქართველოს მასშტაბით;

2018 – „სუფთა ენერგია – ქოლგა კოოპერატივმა“ განახორციელა რებრენდინგი და ახალი იმიჯით და შესაძლებლობებით წარსდგა მომხმარებელთა სამსახურში. დღესდღეობით, კოოპერატივი – კომერციული სახელწოდებით: “ჰელიოტექ – მზის ტექნოლოგიები” – სრულიად ახლებური ხედვით და სტრატეგიით უზრუნველყოფს მზის წყალგამაცხელებლების და ენერგოეფექტური პროდუქტების და მათთან დაკავშირებული სერვისების წარმოებას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებას და ინსტალაციას საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩვენი გუნდი

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ემსახურება ადამიანს და გარემოს მის ირგვლივ, ხედავს პროგრესულად, ქმნის ცხოვრების უკეთეს ხარისხს, მუშაობს ღიმილით, მოქმედებს სანდო გამოცდილებით, არის კონკურენცია, მეგობრობს და რჩება კორპორატიული, ხელს აწერს სიმართლეს, სწავლობს ყოველ დღე, აწინაურებს გულწრფელობას, აფასებს დროს, აჩქარებს კოლეგის განვითარებას, შეცდომაში – ხედავს საკუთარ თავს, უყვარს საკუთარი მომხმარებელი, იძინებს მშვიდად, აჭარბებს მოლოდინს და ინარჩუნებს პირველობას საქართველოში!

ანნა სამველ
დირექტორი

კატარინა ჰაბერსბრუნნერ
აღმასრულებელი საბჭოს წევრი

რუსუდან სიმონიძე
გამგეობის წევრი

ბესიკ კალანდაძე
გამგეობის წევრი

დავით ქირია
გამგეობის წევრი

ნინო მარგველაშვილი
ბიზნეს განვითარების მენეჯერი

იდა ბახტურიძე
მრჩეველი გენდერულ საკითხებსა და მდგრად განვითარებაში

მარიეტა ლეთოდიანი
კოოპერატივი „ჩართე მზე“-ს დირექტორი

ავთანდილ გელაძე
მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში

როსტომ გამისონია
როსტომ გამისონია

ნუგზარ ტატეშვილი
ნუგზარ ტატეშვილი

ჰეილი ჯევეტ
პროგრამის სტაჟიორი

სერთიფიკატი

მომხმარებელთა ისტორიები

„ჩვენს მხარეში გაზი არ არისდა ზაფხულის გარდა ძალიან ცივა. წყალი ისეთი ცივია, რომ ხელებს იმწამსვე გიყინავს. კი ვართ მიჩვეულები, მაგრამ მაინც ძნელია მიეჩვიო სიცივეს. თანაც, ოჯახში ბევრი სული ვართ – 7, აქედან 2 პატარა ბავშვი. 2 სული საქონელიც გვყავს, ქათმები და რამდენიმე გოჭი. ოჯახში, მოგეხსენებათ, ცხელი წყალი ყველაფერში გვჭირდება. ძირითადად შეშას ვიყენებთ, მაგრამ საწვალებელია, ძვირსაც ვიხდით და როცა ცეცხლი გვინთია და ფეჩზე შემოდგმული წყალი – ცხელია, მაშინ ვცდილობთ გამოვიყენოთ ეს წყალი სხვადასხვა საქმეებში და დასაბანად. ხოლო, წვრილ-წვრილ საქმიანობებში: ხელის დაბანა, დაწმენდა-დალაგება, და ეზო-კარის საქმეებში რათქმაუნდა ცივ წყალს ვიყენებთ.

როცა გავიგეთ ამ მზის წყალგამაცხელებელზე, და ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა გვეყიდა, სიმართლე გითხრათ გულში თავიდან ვფიქრობდი, რომ გაუმჯობესება გვექნებოდა, მაგრამ მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი საოცარი რამ ვიყიდეთ. თავიდან დაუჯერებლად მიმაჩნდა, რომ შეიძლებოდა მდუღარე წყალი მიმეღო მხოლოდ კრანისმოშვებით.თითქმის ყოველდღე გვაქვს თბილი წყალი. გაცხელებულ წყალსბაკი კიდევ 2 დღე ინახავს და ძალიან იშვიათია, რომ წვიმები გადაებას და გაგვიჩერდეს წყალგამაცხელებელი. ღრუბელშიც ათბობს წყალს, თითქმის აცხელებს. კარგ მზიან ამინდში, ძალიან ცხელი მოდის წყალი. ჩვენ, 150 ლიტრიანიბაკი გვაქვს და გვყოფნის ჯერ-ჯერობით. საოჯახო მეურნეობა თუ გავზარდეთ, ვფიქრობთ დავამატოთ კიდევ, აუცილებლად. ვერცერთ ჩემი ოჯახის წევრს უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია აქ ცხოვრება მზის წყალგამაცხელებლის გარეშე.

რამდენიმე თვეა, დაახლოებით 4 თვეა, რაც დავაყენეთ, თებერვლის შუა რიცხვებიდან და უკვე ნამდვილად, გაცილებით ნაკლებს ვიხდით ელექტროენერგიაში. მინიმუმ 30 ლარით ნაკლებს თვეში. ცალკეა შეშის დანაზოგიც. როცა მზიანი ამინდი იყო, არ ციოდა და მთელი დღით გასათბობად არ გვინდოდა ფეჩი, საღამომდე არც ვანთებდით.მანამდე, კიდე წყლის გასაცხელებლად მთელი დღე გვენთო, აქაურ ცივ წყალში ძალიან ძნელია რამის კეთება, იმწამსვე გეყინება ხელები. აი, პირველი გაზაფხული იყო ეს, რომ ზამთრის შეშა მოგვყვა თითქმის მაისამდე. ეს უბრალო საქმე არაა, უდიდესი შეღავათია ჩვენისთანა ოჯახისთვის. ამ დაზოგილ ფულს კიდე სხვა აუცილებელ საჭიროებებში ვიყენებ. მთელი ჩვენი მეზობლები გვაკვირდებოდნენ, როგორ ვიყენებდით ამ მოწყობილობას, როგორ გითხრათ, ენით აღუწერელი სიხარულია, რომ დილიდანვე მოუშვებ ონკანს და ყინულიანი წყლის ნაცვლად – ცხელი ან თბილი წყალი მოდის. გვიხარია საქმეც და თან თავსაც ხედავ ადამიანი. ეს დიდი ფუფუნებაა დიასახლისისთვის. მთელი კუთხე ფიქრობს უკვე დააყენონ თავ-თავიანთ სახლებში და მინდა გულით ვთქვა, რომ ამაზე უკეთესს, ნამდვილად ვერაფერს შეიძენ ოჯახში.

არ ვიცი როგორ ვცხოვრობდით მანამდე, ამდენი თბილი წყლის გარეშე. ახლა კიდე ძალიან მარტივია ყველაფერი: დაბანაც, გარეცხვაც, დალაგებაა თუ საქონელ-ფრინველის მოვლა, სისუფთავე. ძალიან მადლობელი ვართ თქვენი, განვადებით ვიყიდეთ, ძვირიც არ ღირდა და გადასარევად მუშაობს. რამე რომ დაემართოს, და გაფუჭდეს – არ მეშინია, რადგან საქართველოშია დამზადებული, აქ არიან მწარმოებლები და მაშინვე გამოვიძახებთ და გაგვიკეთებენ. ჩვენ არ მოგვიწევს ნაწილების შოვნა და წვალება.“

ქალბატონი თინა / სოფელი გორდი

„ჩვენ ვართ საოჯახო სასტუმრო 8 ნომრით. მიუხედავად იმისა, რომ ვმდებარეობთ რეგიონში, ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ მომხმარებლებს. მომხმარებელი გვყავს ძირითადად ტურისტები და ქართველებიც გვსტუმრობენ ხოლმე ხშირად. კარგი სერვისი რომ ვუზრუნველყოთ ცოტა ძვირი გვიჯდება. გვაქვს ლამაზი ეზო და გამწვანება. ასევე, გვაქვს პატარა კაფე-სამზარეულოც. მზის ტექნოლოგიებზე, მეც და სასტუმროს მფლობელებსაცბევრი გვსმენოდა, მაგრამ რადგან ბაზარზე სულ ჩინურები და თურქულებია, ხოლო ევროპული წყალგამაცხელებლები ძალიან ძვირია, ვერ ვრისკავდით ინვესტირებას ამ ტექნოლოგიებში. თანაც, რამე რომ დაემართოს და მწყობრიდან გამოვიდეს, შეიძლებაშემკეთებელიც ვერ გვეპოვა. ნაწილებს ინტერნეტით უნდა მოძებნა, გამოწერა, ტრანსპორტირების ხარჯი ცალკეა და კიდევ, შეკეთება, რაც ვფიქრობდით რომ ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. საათი ან ფეხსაცმელი ხომ არაა, რომ ადვილად იპოვო მცოდნე ხელოსანი, თანაც იაფად. ამ მიზეზების გამო სულ ვიკავებდით თავს. მაგრამ ვიცოდით, და საკუთარი თვალითაც გვაქვს ნანახი, რომ თურქეთში, საბერძნეთში და ბევრ ახლომდებარე ქვეყნებში მზის ტექნოლოგიებს ძალიან კარგად იყენებენ და ბევრსაც ზოგავენ.

როცა მოგვმართეს „ჰელიოტექ“-იდან და შემოგვთავაზეს მზის წყალგამაცხელებელი და ყველა ის მომხიბვლელი პირობა – მართლაც დავფიქრდით სერიოზულად და ჯერ ნაწილი, ნახევრად სამყოფი მოცულობის დავამონტაჟეთ, რათა გამოგვეცადა, რამდენად ეფექტურად იმუშავებდა და რა შეღავათს მოგვცემდა. იმდენად საგრძნობი იყო სარგებელი 2 კვირის თავზე, რომ კიდევ მოვიცადეთ და მეორე თვის ბოლოს დამატებით შევიძინეთ კოლექტორები და სრულიად შევავსეთ ჩვენი საჭიროება. ძალიან გაგვიხარდა, რომ ტექნიკური ჯგუფი მოვიდა და უფასოდ დაგვიმონტაჟა მთელი სისტემა უმაღლეს დონეზე, რაც მანამდე რომ გვქონდა ნაკითხი 2 მაღაზიაში, გვითხრეს 400 ლარი უნდა გადაიხადოთ დამატებით და ჯგუფს მოგიძებნითო, ჩვენ თვითონ არ ვაყენებთო.

მომხმარებელი რომ შედის ნომერში, ის თავისუფლად ხარჯავს ცხელ წყალს, როცა ოთახშია, ზოგჯერ მოშვებულსაც ტოვებენ. დათვლილია, რომ კომუნალური გადასახადების 70% მიდის ცხელ წყალზე და უფასო ცხელი წყალი რომ გაქვს მთელი წლის მანძილზე – ეს მინიმუმ 50-60%-ს გვიზოგავს გაზზე და ელექტროენერგიაზე. სამზარეულოში კიდევ 70%-ს მაინც, რადგან ხელით ვრეცხავთ ჭურჭელს და ამაზე ბევრი წყალი იხარჯება.  ეზოს მიხედვაზე, სასტუმროს დალაგებასა და ჰიგიენაზეც ბევრ თბილ წყალს ვხარჯავთ. როცა მთელი დღე კაშკაშა მზიანი ამინდია – რადგან ბევრ ცხელ წყალს მოვიხმართ – გაცხელებული მარაგის დახარჯვას შუადღემდე ვასწრებთ და შუადღის შემდეგ მეორედაც ასწრებს გაცხელებას წყალი და გამოდის, რომ მინიმუმ 1,5 და 2-ჯერ მეტცხელ წყალს ვიღებთ შუა გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე. ავზიც და მილებიც თბოიზოლირებულია და სითბოს დანაკარგი, როგორც გვეუბნებოდნენ, ძალიან ცოტაა 5-10 გრადუსი ზამთარში. ღამეც გვენახება ცხელი წყალი და მეორე, მესამე დღემდეც გვექნება თუ ვერ დავხარჯავთ. როცა გამთბარია წყალი რაღაც ტემპერატურამდე და წვიმიანი ამინდია, გადამრთველით, ძალიან ცოტა ელექტროენერგიის დამატება სჭირდება და მიგვყავს საჭირო ტემპერატურამდე. ნახევრად მზიან ან ნათელ ღრუბელშიც კარგად მუშაობს კოლექტორები. ჩვენ უზომოდ კმაყოფილები ვართ ამ ტექნოლოგიით. ეს რომ უცხოური გვეყიდა, 2-3-ჯერ ძვირი დაგვიჯდებოდა. გვაქვს 5 წლის გარანტია და ვიცით, რომ რამე რომ დაგვჭირდეს 1 თვის ვადაში შეგვიკეთებს კომპანია და დაცულები ვართ. არც ნაწილების და არც ხელოსნების ძებნა და მოყვანა არ გვჭირდება შესაკეთებლად.

როცა ბიზნეს საქმიანობას ეწევი, წარმოუდგენელია ყველა გზით არ იზრუნო ხარჯების შემცირებაზე და ფეხი არ აუწყო ტექნოლოგიურ პროგრესს. თანაც, ჩვენ უკვე ბუნებაზემზრუნველ ბიზნესად ვიქეცით და ეს ჩვენს უცხოელ სტუმრებს აღაფრთოვანებს და ყოველდღიურად ვიღებთ შექებას ყველა ჩვენი მომხმარებლისგან“.

სასტუმროს მენეჯერი / სოფელი ხონი

„მზის წყალგამაცხელებელი სახლში გვიდგას, აგერ უკვე 4 წელია და ყოველდღე თქვენთვის ვლოცულობთ რომ შეგვაძლებინეთ ყიდვა. დღემდე გადასარევად მუშაობს და აცხელებს წყალს. მარტო ერთხელმოგვიხდა შეკეთება – ზედაპირის მინა გაიბზარა პატარაზე. ჩემი ქმარი ფიქრობს, რომ ბავშვებს თამაშის დროს მოუხვდათ ქვა, თორე აბა რა გაბზარავდა, ყინვებიც გამოვიარეთ, სეტყვაც და არაფერი მოსვლია, ანტიფრიზიც აქვს დაყენებული. შეტყობინებიდან 2 კვირაში გამოგვიცვალეთ მინა და მას შემდეგ არაფერი მოსვლია.

ეს ძვირფასი რამეა. ნახეთ, ჯერ 12 საათი არაა და რა ცხელი წყალი მოდის (ონკანს უშვებს). ნახეთ თქვენ თვითონ ხელით, ჭურჭლის სარეცხად, თეფშებია, ჭიქებია, თუ რამე სხვა ამას არაფერი შეედრება. თუ ცხიმიანი არ იყო ჭურჭელი, ადრე სულ ცივ წყალში ვრეცხავდი. მზე ოდნავაც თუა, მაინც აცხელებს წყალს, მაგრამ თუ წვიმაა და თოვს, აგერ, აქვეა დენზე გადამრთველი და მოტეხილი რომაა ყინულიანი წყალი, შემთბარ წყალს დასაბანად უცებ და შეღავათიანად აცხელებს, თორე რეცხვა-წმენდაზე აღარ საჭიროებს ზედმეტად გაცხელებას.

სიმართლე გითხრათ, სანამ მზის წყალგამაცხელებელს დავაყენებდით, დასაბანი, ცალკე ოთახი არ გვქონდა მოწყობილი. წყალს ვადუღებდით და დასხმით ვიბანდით. ვერ გამოვხატავ რა ძვირფასი რამეა, რამხელა კომფორტი მოგვიტანა ამ მოწყობილობამ. იმან, რომ გაგვიჩნდა უამრავი ცხელი წყალი, გვაძალებინა აგვეშენებინა და მოგვეწყო ცალკე აბაზანა. ახლა, შედი, მოუშვი წყალი და დაიბანე ადვილად,როცა გინდა, რამდენხანსაც გინდა. ჩვენ 4 სული ვართ ოჯახში და ყელამდე გვყოფნის 150 ლიტრიანი ბაკი. ყოველდღე შეგიძლია დაიბანო. წესრიგი ახლა უფრო მაქვს სახლში, სულ ვალაგებ, არ მეზარება, უფასო  თბილი წყალი რომ მოდის. ბოსტანი მაქვს და იქაც ვიყენებ მზით გამთბარ წყალს. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს ყველას უნდა ედგას სახლში. ფულის მხრივაც, მართლა ძაან ეკონომიურია. თვეში 25-50 ლარს მაინც გვაზოგინებს, სულ ცოტა. ადრე, ბევრი რომ არ გადაგვეხადა, ცხელ წყალსაც ეკონომიურად ვხარჯავდით და ცოტას ვიყენებდით. ახლა კი რასაც აცხელებს – სულ ვხარჯავთ. ჩემს ქმარს პატარა სახელოსნო აქვს ეზოში მოწყობილი და იქაც გვაქვს ერთი ტრუბა შეყვანილი და დაისვენა ამანაც. იქაც ბევრ რამეში იყენებს თბილ წყალს“.

ქალბატონი დარეჯანი / სოფელი ივანდიდი

„ჩვენთან სოფელში, ძალიან ბევრს აქვს დაყენებული „ჰელიოტექ“-ის მზის წყალგამაცხელებლები. რომ გაიაროთ, ყოველ სახლზე თუ არა, ყოველ მეორე სახლზე მაინც ნახავთ. ჩვენს სოფელს – „მზის სოფელსაც“ კი ეძახიან. ყველა, ვისაც აქვს, ძალიან კმაყოფილია. წელს, მაგალითად ზამთარში ბევრი ყინვები რომ არ იყო, ძალიან ადვილად თბებოდა წყალი, კიარადა, ძალიან ცხელი მოდიოდა. ყოველდღიურად ვხმარობთ ოჯახშიგამთბარ წყალს, ყველაფრისთვის. ჩვენსავით, ყველა გამოხატავს კმაყოფილებას და სულ იმას ამბობენ, რომ აქამდე რომ არ გვქონდა ეს – როგორ ვიყავითო?!

ძირითადად ბანაობაზე და სამზარეულოში ვიყენებთ, მაგრამ ხშირად რეცხვაზეც – ხომ არის ისეთი მომენტი, როცა ორი-ორი ნივთი გაქვს გასარეცხი, და ხომ არ ჩართავ მაგისთვის სარეცხ მანქანას. ჩვენ, 4 ვართ ოჯახში და ყოველდღე შეგვიძლია ვიბანაოთ, რამდენჯერაც გინდა, და ყველაფერზე გვყოფნის, რაშიც გვჭირდება.დღეში, ყველაზე ხშირად სამზარეულოსთან გაქვს შეხება და ყველაზე მეტად იქ გვეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ ყინვები იყო ხანდახან – ბევრად თბილი მოდიოდა წყალი. ერთი მზის გამონათება და უკვე ცხელი იყო წყალი. გაზაფხულზე და ზაფხულში მითუმეტეს, ისეთი ცხელია, თუ არ გააგრილე ვერც გამოიყენებ. თანაც,თუ მოწვიმა, წინა დღეს დაგროვილ ტემპერატურას – მეორე დღისთვის ხომ ინარჩუნებს.“

ქალბატონი ლელა / სოფელი ივანდიდი

ენერგორესურსების მართვა და პრობლემები საქართველოში

განახლებადი ენერგია

განახლებადი ენერგიის 6 სახეობა არსებობს:

  • მზის ენერგია;
  • ჰიდროენერგია;
  • ქარის ენერგია;
  • ბიომასების ენერგია;
  • გეოთერმული ენერგია;
  • ზღვის მიქცევა-უკუქცევის ენერგია;

სხვადასხვა ქვეყანაში, გეოგრაფიული ფაქტორის და განსხვავებული ბუნებრივი რესურსების გამო სხვადასხვა სახის განახლებადი ენერგია მეტად ან ნაკლებად არის განვითარებული.

საქართველოში ვიყენებთ ჩამონათვალიდან – პირველი 4 ტიპის განახლებად ენერგიას. ყველაზე მეტად, განვითარებულია ჰიდროენერგია, მაგრამ 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო მზის ენერგიის მაქსიმალური ათვისებასაცხოვრებელ თუ საწარმოო დონეზე.

ჩვენი ენერგოკოოპერატივების მეშვეობით უკვე პირველი მზის წყალგამაცხელებლის და ჩირის მზით საშრობის წარმოება დაიწყო საქართველოში.

 

მზის ენერგიის პოტენციალი საქართველოში

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მზის უხვ პოტენციალს გვაძლევს. ქვეყნის უმეტეს რეგიონში მზიანი დღეების საშუალო რაოდენობა დაახლოებით 260-280 დღეა, რაც 2000-2200 საათს უდრის წელიწადში. რადიაციის საშუალო დონე არის 4.2 კვტ/სთ/მ² დღეში და შესაბამისად, მზის წლიური პოტენციალი შეფასებულია, როგორც 108 მვტ.

წლის მანძილზე,1 მ²-ზე მიღებული მზის ენერგია უდრის ენერგიას, მიღებულს 165 ლიტრი დიზელის საწვავისგან ან 180მ³ ბუნებრივი აირისგან. მზის ენერგიას შეუძლია ჩვენი 75-90% უფასო ცხელი წყლით მომარაგება. ჩვენი მზის წყალგამაცხელებელი, ელექტროენერგიის ჩანაცვლებით თვეში ზოგავს მინიმუმ 30-40 ლარს, ხოლო შეშის ჩანაცვლებით – მინიმუმ 70 ლარს თვეში. ერთ მზის წყალგამაცხელებელს, 1 წლის მაინძილზე შეუძლია თავიდან აგვარიდოს 1 ტონა მავნე აირების გამოყოფა.

 

ტრადიციული ენერგორესურსების გადანაწილება და მდგომარეობის მიმოხილვა

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, ტრადიციული ენერგორესურსებიდან მოიხმარს: საწვავ შეშას, ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს და ნავთობს.

საქართველოს მოსახლეობის 47% ცხოვრობს სოფლად და 30% – თბილისში. ბევრ სოფელს არ მიუწვდება ხელი ბუნებრივაირზე ან ელექტროენერგიაზე და ასეთი ოჯახების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის – 400 000.

ელექტროენერგიის წყაროების წილი ქვეყანაში შემდეგნაირად ნაწილდება – ჰიდროელექტროსადგურებით ვიღებთ 82%-ს. ზაფხულში ვხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი, მაგრამ ზამთარში – ჩვენთვის საჭირო ელექტროენერგიის უმეტესი წილის – იმპორტი გვჭირდება. ჰიდროელექტროსადგურები რისკის შემცველია – ლოკალური ბუნებრივი კლიმატის სტაბილურობის კუთხით.

45%-ზე მეტი ბუნებრივი აირის იმპორტს ვახდენთ უმეტესად აზერბაიჯანიდან და ნაწილობრივ რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირი ახდენს მავნე აირების აქტიურ გამოყოფას: კარბოდიოქსიდი (CO2) და მეთანი (CH4).

საქართველოში, ბუნებრივი აირის და ნავთობის ბუნებრივი რესურსი ძალიან შეზღუდულია.

საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ენერგოსიღარიბეს განიცდის. საქართველოში ენერგომოხმარების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი – ქვეყნის ენერგოწარმოების 35% (790 კვ. ერთ სულ მოსახლეზე), რაც მიღებულია, ძირითადად ჰიდროენერგიით და ბიომასებით.

 

საწვავი შეშის მოხმარება და უარყოფითი შედეგები

საყურადღებოა, რომ საწვავი შეშის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში უკიდურესად მაღალია. სტატისტიკური მონაცემებით, უმეტესობა სოფლად მხოვრები მოსახლეობის, ძირითადად იყენებს საწვავ შეშას შემდეგ საქმიანობებში: ცხელი წყალი, გათბობა, საჭმლის მომზადება. ერთი ოჯახი იყენებს 12-17 მ³ საწვავ შეშას, რაც ერთის მხრივ, საკმაოდ ძვირი ღირს და მეორეს მხრივ, ტყეების მასიურ განადგურებას იწვევს. მხოლოდ გათბობაზე, ერთი ოჯახი იყენებს 6მ³ შეშას, შესაბამისად, არსებული 400 000 ოჯახი მოიხმარს 2 400 000 მ³ შეშას. გამომდინარე იქედან, რომ ტყეების ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად, მხოლოდ 600 000 მ³-ის მობილიზაციას ახდენს, ნათელი სურათი იქმნება უკანონო ხის ჭრის მოცულობის – 1 800 000 მ³-ის ოდენობით. საქართველოს ტყეებს შეუძლია მოგვცეს ყოველწლიური ოპტიმალური საწვავი შეშის რესურსი მხოლოდ, მაქსიმუმ 200 000 მ³-ის ოდენობით.

საქართველოში არსებული ტრადიციული შეშის ღუმელების (90%) ენერგოეფექტურობა მხოლოდ 30-35%-ია. მათ მიერ კარბოემისიის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – ენერგოეფექტურ ღუმელთან შედარებით. კარბოემისია კი პირდაპირ აფერხებს ბავშვის და მოზარდის ტვინის ნორმალურ განვითარებას და იწვევს სასუნთქი ორგანოების დაზიანებას.

საწვავი შეშის მსგავსი ინტენსივობით გამოყენება და არაენერგოეფექტური ღუმელები განაპირობებს დღევანდელ სავალალო მდგომარეობას ქვეყანაში – საქართველო, კარბოემისიით 70-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

 

სამომავლო ტენდენციები

საქართველოს აღებული აქვს ეროვნული ვალდებულება (NDC), რომლის თანახმად, 2050 წლისთვის მავნე აირების გამოყოფა უნდა შეამციროს 25%-ით.ასევე, ევროკავშირთან შეთანხმების საფუძველზე, ქვეყანამ უნდა დანერგოს და განავითაროს ენერგოეფექტურობის სტანდარტები და გაზარდოს განახლებადი ენერგიების წილი ქვეყნის ენერგოწარმოებაში.

ჩვენი კოოპერატივების წარმოება და სერვისები ხელს უწყობს: განახლებად ენერგიაზე, გარემოსდაცვით ღონისძიებებზე და ენერგოეფექტურობაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას და მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, დაბალემისიანი ტექნოლოგიების დანერგვას და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას – ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით დაბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებით, ქვეყნის არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა ძალისხმევის კონცენტრირებას და კონსოლიდირებას – სახელმწიფო სტრუქტურების დასახმარებლად – საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენების და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების საკანონმდებლო ბაზის მომზადების და შექმნის გზაზე. უმთავრესი საერთო მიზანი, რომელსაც ვემსახურებით წარმოადგენს: ბუნების დაცვა და ჯანმრთელი, საერთო გარემოს შექმნა.

რეკვიზიტები

კომპანიის იურიდიული დასახელება: რკ. „სუფთა ენერგია – ქოლგა კოოპერატივი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 402065849
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #55ა, ბ. 49
ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, სლავა მეტრეველის ქუჩა #4, ბ. 6, 0112
ტელეფონი: 593 220 173
ელ. ფოსტა: info@heliotech.ge
ვებ-გვერდი: www.heliotech.ge
ბანკის რეკვიზიტები: სს თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის #: GE29TB7711036030100001